„როიტერის“ ინფორმაციით, ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ოთხი პალესტინელი მოკლეს
„როიტერის“ ინფორმაციით, ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ოთხი პალესტინელი მოკლეს

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ოთხი პალესტინელი მოკლეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ აქვეყნებს.

პალესტინელი ოფიციალური პირის განცხადებით, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე განხორციელებული რეიდის დროს, ისრაელის მებრძოლებმა ოთხი პალესტინელი მოკლეს. ისრაელის მხარე პალესტინელებთან განხორციელებულ ორმხრივ სროლას ადასტურებს.

ისრაელის პოლიციის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალები რეიდს ახორციელებდნენ ქალაქ ჯენინში, რა დროსაც პალესტინელებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს. ისრაელელმა მებრძოლებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. პოლიციის თქმით, ისრაელის მხარეს მსხვერპლი არ არის.

ჯენინის გუბერნატორის განცხადებით, სულ მცირე ოთხი პალესტინელია მოკლული.

ისრაელმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირი 1967 წელს დაიკავა. აღნიშნულ ტერიტორიას ღაზის სექტორთან ერთად პალესტინელები საკუთარი სამომავლო სახელმწიფოს ნაწილად მიიჩნევენ.