„როიტერის ინფორმაციით“, ირლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვართან ახლოს აფეთქება მოხდა
„როიტერის ინფორმაციით“, ირლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვართან ახლოს აფეთქება მოხდა

ირლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვართან ახლოს აფეთქება მოხდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიციის ინფორმაციით, დაუდგენელი მოწყობილობის შესახებ მათ შეტყობინება 17 აგვისტოს მიიღეს. გადამოწმების შემდეგ, ფერმანის საგრაფოში, დაუდგენელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. საბოლოოდ გაირკვა, რომ ეს იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა შიგთავსის გარეშე, დღეს კი, საზღვართან ახლოს სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.

ამ დროისთვის უცნობია, საიდან გაჩნდა ბომბი საზღვართან. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.