„როიტერის“ ინფორმაციით, ირანმა რუსეთს ბალისტიკური რაკეტები გაუგზავნა
„როიტერის“ ინფორმაციით, ირანმა რუსეთს ბალისტიკური რაკეტები გაუგზავნა

„როიტერის“ ინფორმაციით, ირანმა რუსეთს ბალისტიკური რაკეტები გაუგზავნა.

გამოცემა წერს, რომ რუსეთმა ირანისგან 400 ერთეული ბალისტიკური რაკეტა მიიღო, რომელთა უმეტესობა „ფატეჰ 110“-ის ოჯახს მიეკუთვნება. რაკეტების მოქმედების მანძილი 300-დან 700 კილომეტრამდეა.

„როიტერის“ ინფორმაციით, რაკეტების მიწოდება დაიწყო იანვრის დასაწყისში. მას შემდეგ, რაც შეთანხმება დასრულდა გასული წლის ბოლოს ირანელ და რუს სამხედრო და უსაფრთხოების ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრებზე, რომლებიც თეირანსა და მოსკოვში გაიმართა.

გამოცემა წერს, რომ ირანიდან რუსეთში უკვე იყო ოთხეტაპიანი მიწოდება და მომდევნო კვირებში რაკეტები ისევ გაიგზავნება. რაკეტების ნაწილი – კასპიის ზღვით, ნაწილი კი თვითმფრინავით გაიგზავნა.