„როიტერის“ ინფორმაციით, „ჰეზბოლას“ ყოფილი ლიდერი ბეირუთში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
„როიტერის“ ინფორმაციით, „ჰეზბოლას“ ყოფილი ლიდერი ბეირუთში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

მოძრაობა „ჰეზბოლას“ ყოფილი ლიდერი ალი ჰათუმი ბეირუთში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ალი ჰათუმის გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე მობილიზებულია ლიბანის საგამოძიებო სამსახური. გარდაცვლილს ექსპერტიზა ჩაუტარდება.

ირანის მიერ მხარდაჭერილი მოძრაობა, ისრაელის შეიარაღებულ ძალებს კვირას, ბეირუთის გარეუბანში განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაში სდებს ბრალს.