„როიტერის“ ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები „აზოვსტალის“ ქარხანას ტოვებენ
„როიტერის“ ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები „აზოვსტალის“ ქარხანას ტოვებენ

უკრაინელი სამხედროები „აზოვსტალის“ ქარხანას ტოვებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას  სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„როიტერის“ ცნობით, „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიიდან სულ მცირე შვიდი ავტობუსი გავიდა, რომელსაც პრორუსი სამხედროები აცილებდნენ.

„როიტერი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ავტობუსში მყოფი სამხედროების ნაწილი დაჭრილი ჩანდა, თუმცა მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც დაშავებულები არ არიან.