აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ ხუთი მილიარდი დოლარით დააჯარიმა. ამის შესახებ „როიტერი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, სოციალური ქსელის წინააღმდეგ დაწესებული ჯარიმა კომპანიის მიერ მომხმარებლების მონაცემთა ბაზასთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებს უკავშირდება.
ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სავაჭრო კომისია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს. საქმის თანახმადაც, სოციალური ქსელი 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემებს ბრიტანულ საკონსულტაციო კომპანია „კემბრიჯ ანალიტიკას“ გადასცემს. გამოძიება ცდილობს, დაადგინოს, არღვევს თუ არა „ფეისბუქი“ 2011 წელს მარეგულირებლებთან დადებულ შეთანხმებას.
მომხდართან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ სავაჭრო კომისიას და კომპანია „ფეისბუქს“ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.