„როიტერის“ ინფორმაციით, ევროკავშირის ლიდერები ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე შეთანხმდნენ
„როიტერის“ ინფორმაციით, ევროკავშირის ლიდერები ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ლიდერები ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. როგორც სააგენტოში იუწყებიან, ე.წ. შავ სიაში შეიყვანენ მაღალჩინოსნებს და ბელარუსულ კომპანიებს, რომლებიც ქვეყნის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს და მის მთავრობას აფინანსებენ.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა უკვე დაუწესა სანქციები ბელარუსის მთავრობის 50 წარმომადგენელს. მათ ანგარიშები დაუყადაღეს და ევროკავშირში შესვლა აუკრძალეს.

ევროკავშირი ბელარუსის მთავრობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაში ადანაშაულებს.

საპროტესტო აქციები ბელარუსში 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება. ცესკო-მ არჩევნებში გამარჯვებულად ალექსანდრ ლუკაშენკო დაასახელა.