„როიტერის“ ინფორმაციით, ეთიოპიაში ავიადარტყმას ათობით ადამიანი ემსხვერპლა
„როიტერის“ ინფორმაციით, ეთიოპიაში ავიადარტყმას ათობით ადამიანი ემსხვერპლა

ეთიოპიის ტიგრაის რეგიონში ავიადარტყმას ათობით ადამიანი ემსხვერპლა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ თვითმხილველებსა და მედიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ბოლო დღეებში რეგიონში საბრძოლო მოქმედებები გააქტიურდა. სააგენტო „როიტერი“ თვითმხილველზე დაყრდნობით წერს, რომ ტიგრაის რეგიონში დაიბომბა ბაზარი.

მომხდარს არ ადასტურებს და არც უარყოფს ეთიოპიის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერი, პოლკოვნიკი გეტნეტ ადანე. ამასთან, სამმა მედიკოსმა „როიტერთან“ განაცხადა, რომ ეთიოპიის სამხედრო ძალები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ადგილზე მისვლის საშუალებას არ აძლევენ.

ტიგრაის რეგიონში ეთიოპიის ფედერალურ ძალებსა და „ტიგრაის სახალხო განმათავისუფლებელი ფრონტის“ წევრებს შორის დაპირისპირება გასული წლის ნოემბერში გამწვავდა. ცენტრალური ხელისუფლებამ დაიწყო სამხედრო ოპერაცია აჯანყებულების წინააღმდეგ, რომლებიც ქვეყნის მმართველობის სისტემის შეცვლას ითხოვენ და რამდნიმე სამხედრო ბაზა დაიკავეს.

2020 წლის ნოემბრიდან დაწყებულ საომარ მოქმედებებს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მილიონობით კი იძულებული გახდა, საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა. გაერო-ს მონაცემებით, სურსათის დეფიციტს ტიგრაის რეგიონში ხუთ მილიონამდე ადამიანი განიცდის, 350 ათასზე მეტი კი შიმშილის პირობებში ცხოვრობს.