„როიტერის“ ინფორმაციით, ესპანეთის პრემიერ-მინისტრისა და ლიეტუვის პრეზიდენტის პრესკონფერენცია განგაშის გამო შეწყდა
„როიტერის“ ინფორმაციით, ესპანეთის პრემიერ-მინისტრისა და ლიეტუვის პრეზიდენტის პრესკონფერენცია განგაშის გამო შეწყდა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრისა და ლიეტუვის პრეზიდენტის პრესკონფერენცია, რომელიც ლიეტუვაში ნატო-ს ავიაბაზაზე იმართებოდა, განგაშის გამო შეწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, ამის მიზეზი იყო უცნობი თვითმფრინავის მიერ ბალტიისპირეთის საჰაერო სივრცის დარღვევა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ბალტიისპირეთის ქვეყნებში ტურნეს მართავს. ის ლიეტუვაში მდებარე სიაულიაის ავიაბაზაზე ესპანელი სამხედროების მოსანახულებლად იმყოფებოდა, რომლებიც ბალტიისპირეთის საჰაერო სივრცის პატრულირებაში მონაწილეობენ.

დატოვე კომენტარი