„როიტერის“ ინფორმაციით, ერაყში უსაფრთხოების ძალებმა 28 დემონსტრანტი მოკლეს

20:23, 28.11.2019

ერაყში უსაფრთხოების ძალებმა 28 დემონსტრანტი მოკლეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

გავრცელებული ვერსიით, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს ცეცხლი ქალაქ ნასირიაში გაუხსნეს, სადაც 24 ადამიანი დაიღუპა. ოთხი ადამიანი კი, ბაღდადში მოკლეს.

ერაყის ქალაქ ნაჯაფში, ირანის საკონსულოს დაწვის შემდეგ, ერაყის სამხრეთ პროვინციებში წესრიგის აღსადგენად სამხედრო მაღალჩინოსნები გაგზავნეს. ერაყში საპროტესტო აქციის მონაწილეები ქვეყნის ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებენ და სისტემის შეცვლას ითხოვენ.

ირანის საკონსულოზე თავდასხმის შემდეგ, თეირანმა ბაღდადისგან „აგრესორების“ წინააღმდეგ გადამწყვეტი მოქმედება მოითხოვა.

მსგავსი