„როიტერის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის ჯო ბაიდენს ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა აქვს მიღებული, დონალდ ტრამპს - 232 ხმა
„როიტერის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის ჯო ბაიდენს ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა აქვს მიღებული, დონალდ ტრამპს - 232 ხმა

საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა ჯორჯიის შტატში გამარჯვება მოიპოვა, მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი, ჩრდილოეთ კაროლინაში.

„როიტერის“ მიერ გავრცელებული ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის ჯო ბაიდენს ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა აქვს მოპოვებული, დონალდ ტრამპს კი 232.

მოქმედი პრეზიდენტი არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება. დონალდ ტრამპმა სადავო შტატებთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა.

ამერიკის შეერთებული შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდა. პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარსაა დაგეგმილი.