„როიტერის“ ინფორმაციით, ალექსეი ნავალნის ახლო მოკავშირემ, ლიუბოვ სობოლმა რუსეთი დატოვა
„როიტერის“ ინფორმაციით, ალექსეი ნავალნის ახლო მოკავშირემ, ლიუბოვ სობოლმა რუსეთი დატოვა

ალექსეი ნავალნის ახლო მოკავშირემ, ლიუბოვ სობოლმა რუსეთი დატოვა, – ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, სობოლმა რუსეთი მას შემდეგ დატოვა, რაც რამდენიმე დღის წინ პირობითი სასჯელი მიუსაჯეს „კოვიდ-19“-ის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის, რომელიც ღამით სახლიდან გასვლის აკრძალვას გულისხმობდა. თავად სობოლმა ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებული სისულელე უწოდა. მედიის ცნობით, სობოლი თურქეთში გაფრინდა.

33 წლის ლიუბოვ სობოლი, ალექსეი ნავალნის გარემოცვის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი სახეა. ქვეყნის დატოვების შესახებ, ოპოზიციონერს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. მედია წერს, რომ ალექსეი ნავალნის მოკავშირეები, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მზარდ ზემოქმედებას განიცდიან. რამდენიმე დღის წინ, ოფიციალურად ამოქმედდა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ალექსეი ნავალნის მიერ შექმნილი აქტივისტების ქსელი „ექსტრემისტულად“ გამოცხადდა.