„როიტერის“ ცნობით, თურქეთი და რუსეთი აზერბაიჯანში საგუშაგოს გახსნაზე დავობენ
„როიტერის“ ცნობით, თურქეთი და რუსეთი აზერბაიჯანში საგუშაგოს გახსნაზე დავობენ

„როიტერის“ ცნობით, თურქეთი და რუსეთი აზერბაიჯანში საგუშაგოს გახსნაზე დავობენ. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს ჟურნალისტებს თურქმა მაღალჩინოსანმა დაუდასტურა, რომლის ვინაობასაც სააგენტო არ ასახელებს.

მათივე ცნობით, ანკარას სურს აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზე დამოუკიდებელი საგუშაგო გახსნას. ამასთან, თურქეთსა და რუსეთს ჯერ კიდევ არ შეუთანხმებიათ ერთობლივი მონიტორინგის მექანიზმიც.

„ყველაზე დიდი უთანხმოება არსებობს თურქეთის სამეთვალყურეო საგუშაგოს გარშემო, რომლის მოწყობაც ანკარას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სურს. რუსეთი მიიჩნევს, რომ რეგიონში ასეთი საგუშაგოს გახსნა საჭიროებას არ წარმოადგენს, თუმცა თურქეთი სხვაგვარად მიიჩნევს“, – განაცხადა თურქმა მაღალჩინოსანმა „როიტერთან“ საუბარში.

ანონიმური წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები, სავარაუდოდ მოსკოვში გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ თურქეთი და რუსეთი მთიანი ყარაბაღის ზონაში ერთობლივი მონიტორინგის ცენტრის შექმნაზე რამდენიმე კვირის წინ შეთანხმდნენ.