„როიტერის“ ცნობით, სტივ უიტკოფი ხვალ ირანთან მოლაპარაკების ახალი რაუნდისთვის რომში ჩავა
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ხვალ ირანთან მოლაპარაკების ახალი რაუნდისთვის რომში ჩავა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
გამიცემა აღნიშნავს, რომ, ანონიმური წყაროს ცნობით, ეს იქნება აშშ-ირანის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი.
წყაროს თქმით, „მოლაპარაკებები, როგორც წინა რაუნდებში, ჩატარდება როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი ფორმით“.
ამასთან, თეთრი სახლის პრესსპიკერის, კეროლაინ ლევიტის თქმით, ტრამპი მიიჩნევს, რომ ირანთან მოლაპარაკებები „სწორი მიმართულებით ვითარდება“. ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მოთხოვნები ურანის გამდიდრების შეწყვეტის შესახებ „ზედმეტი და აღმაშფოთებელია“.