„როიტერის“ ცნობით, საფრანგეთის ჩრდილოეთით ტყის ხანძრების გამო დაახლოებით 1200 ადამიანია ევაკუირებული
FILE PHOTO: A French Civil Security Dash 8 firefighting aircraft drops fire retardant, while firefighters continue to battle a wildfire near Montfort-sur-Argens, near Correns, in the Var department, as drought conditions worsen following a heatwave and water shortages across much of France, August 1, 2026. REUTERS/Manon Cruz/File Photo
საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში გაჩენილი ორი ტყის ხანძრის გამო დაახლოებით 1200 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ჩრდილოეთ საფრანგეთში, პა დე კალეს პრეფექტურის ცნობით, ერთ-ერთი ხანძარი კონტროლს დაექვემდებარა, თუმცა მეორე ხანძრის შემთხვევაში ვითარება რთულია. ტერიტორიაზე მისვლა პრობლემებს უკავშირდება და ცეცხლი სამხრეთის მიმართულებით შეუფერხებლად ვრცელდება.
მედიის ცნობით, საფრანგეთი და მთლიანად ევროპა, ტყის ხანძრების უჩვეულოდ აქტიურ სეზონს ებრძვის. საფრანგეთის გარემოს დაცვის მინისტრმა, მონიკ ბარბიუმ განაცხადა, რომ სიცხის ტალღებმა შესაძლოა, საფრანგეთს პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯების სახით 15 მილიარდ ევრომდე ზიანი მიაყენოს.