„როიტერის“ ცნობით, რუსეთში, ბრიანსკისა და კურსკის რეგიონებში ხიდები ჩაინგრა, დაიღუპა, სულ მცირე, შვიდი ადამიანი, არიან დაშავებულები
„როიტერის“ ცნობით, რუსეთში, ბრიანსკისა და კურსკის რეგიონებში ხიდები ჩაინგრა, დაიღუპა, სულ მცირე, შვიდი ადამიანი, არიან დაშავებულები

რუსეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, საავტომობილო ხიდის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს. მედიის ცნობით, ბრიანსკის ხიდი მაშინ ჩაინგრა, როდესაც მის ქვემოთ სამგზავრო მატარებელი გადიოდა. შემთხვევის შედეგად 69 ადამიანია დაშავებული.

ადგილობრივმა გუბერნატორმა, ალექსანდრ ბოგომაზმა „ტელეგრამში“ განაცხადა, რომ ყველა დაშავებული მგზავრი ბრიანსკის რეგიონის სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, მეხანძრე-მაშველები ცდილობენ მატარებელში მყოფი ადამიანების გადარჩენას. „ტელეგრამში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში მოსკოვის რკინიგზამ განაცხადა, რომ ხიდის ჩამომგრევის მიზეზი „უკანონო ჩარევა“ გახდა.

ბრიანსკში მომხდარი ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ კურსკის რეგიონში, ტროსნა-კალინოვკას ავტომაგისტრალზე ხიდი ჩამოინგრა. ხიდი მაშინ ჩაინგრა, როცა მასზე სატვირთო მატარებელი გადადიოდა. დაშავდა მემანქანე.

რუსული მედიის ინფორმაციით, ორივე შემთხვევაზე მიმდინარეობს გამოძიება.