„როიტერის“ ცნობით, დაუდგენელმა თვითმფრინავებმა აღმოსავლეთ სირიაში ირანული ძალები დაბომბეს
„როიტერის“ ცნობით, დაუდგენელმა თვითმფრინავებმა აღმოსავლეთ სირიაში ირანული ძალები დაბომბეს

დაუდგენელმა თვითმფრინავებმა აღმოსავლეთ სირიაში ირანული ძალები დაბომბეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მცხოვრებლებსა და სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, საჰაერო დარტყმები განხორციელდა ერაის საზღვართან, დეირ-ალ-ზორის პროვინციაში მდებარე ბაზაზე, სადაც ირანის მხარდაჭერით მოქმედი მებრძოლები არიან განთავსებული.

ავიადარტყმები ქალაქ მაიადინის სამხრეთით განხორციელდა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ გაისმა რამდენიმე აფეთქების ხმა, რის შემდეგაც ბაზის მიმართულებით სასწაფო დახმარების მანქანები გაემართნენ.

მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ირანის მიერ სირიაში სამხედრო ძალების გაძლიერებით შეშფოთებულმა ისრაელმა ასობით ავიადარტყმა განახორციელა სირიაში.