„როიტერის“ ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ სავარაუდოდ, სამი ბალისტიკური რაკეტა გაისროლა
„როიტერის“ ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ სავარაუდოდ, სამი ბალისტიკური რაკეტა გაისროლა

ჩრდილოეთ კორეამ სავარაუდოდ, სამი ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ჭურვები ფხენიანის სუნანის რაიონიდან გაისროლეს.

„როიტერის“ ცნობით, სულ მცირე ორი ჭურვი ზღვაში ჩავარდა.

ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რაკეტის გაშვება მაშინ მოხდა, როცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა იაპონიაში ვიზიტი დაასრულა.