„როიტერის“ ცნობით, ჩინეთის აგრძელებს რუსეთისთვის დრონების ძრავების მიწოდებას
„როიტერის“ ცნობით, ჩინეთის აგრძელებს რუსეთისთვის დრონების ძრავების მიწოდებას

„როიტერის“ ცნობით, ჩინეთის აგრძელებს რუსეთისთვის დრონების ძრავების მიწოდებას.

როგორც „როიტერი“ ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება, რუსეთი კვლავ იღებს ჩინურ ძრავებს, როლებიც კამიკაძე დრონების წარმოებაში გამოიყენება.

მედიის ცნობით, ეს ძრავები რუსეთში ჩინეთიდან ფარულად, „სამაცივრე აღჭურვილობის“ სახელით შეაქვთ, რათა პროდუქცია საერთაშორისო სანქციებს არ დაექვემდებაროს.

სტატიაში ნათქვამია, რომ ჩინური ძრავებით „ჰარპიის“ ტიპის კამიკაძე-დრონების აღჭურვას ახორციელებს იჟევის ელექტრომექანიკური ქარხანა „კუპოლი“, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო კონცერნი „ალმაზ-ანთეი“ აკონტროლებს.

ცნობისთვის, წელს ქარხანა „კუპოლმა“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან 6 000 დრონის მიწოდების შესახებ გააფორმა კონტრაქტი.

ჩინეთის საგარეო უწყებაში „როიტერს“ განუცხადეს, რომ არაფერი იციან ჩინეთიდან რუსეთში დრონებისთვის განკუთვნილი ძრავების მიწოდების შესახებ და პეკინი უცხოეთში პროდუქციის გაყიდვას ქვეყნის კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების დაცვით აკონტროლებს.