„როიტერის“ ცნობით, აშშ-ის მთავრობაში ადასტურებენ, რომ რუსეთის სარაკეტო დაბომბვის შედეგად უკრაინაში განთავსებული ამერიკული „პეტრიოტის“ სარაკეტო თავდაცვის სისტემა დაზიანდა
„როიტერის“ ცნობით, აშშ-ის მთავრობაში ადასტურებენ, რომ რუსეთის სარაკეტო დაბომბვის შედეგად უკრაინაში განთავსებული ამერიკული „პეტრიოტის“ სარაკეტო თავდაცვის სისტემა დაზიანდა

აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ რუსეთის სარაკეტო დაბომბვის შედეგად უკრაინაში განთავსებული ამერიკული „პეტრიოტის“ სარაკეტო თავდაცვის სისტემა დაზიანდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ვაშინგტონი და კიევი უკვე საუბრობენ სისტემის შეკეთების საშუალებებზე და უკრაინიდან სისტემის გატანა არ იგეგმება.

„პეტრიოტი“ აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემად მიიჩნევა, მათ შორის თვითმფრინავების, საკრუიზო და ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ. სისტემა, როგორც წესი, მოიცავს გამშვებებს რადარებთან და სხვა დამხმარე მანქანებთან ერთად.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინაზე ღამით განხორციელებული თავდასხმის დროს ჰიპერბგერითი „კინჟალის“ რაკეტით გაანადგურა აშშ-ის მიერ შექმნილი „პეტრიოტის“ მიწა-ჰაერის სარაკეტო თავდაცვის სისტემა.