„როიტერის“ ცნობით, აშშ-ის კონგრესი უკრაინისა და ნატო-ს მოკავშირეებისთვის, სასწრაფო დახმარების სახით, 44.9 მილიარდი დოლარის გამოყოფას აპირებს
„როიტერის“ ცნობით, აშშ-ის კონგრესი უკრაინისა და ნატო-ს მოკავშირეებისთვის, სასწრაფო დახმარების სახით, 44.9 მილიარდი დოლარის გამოყოფას აპირებს

„როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-ის კონგრესს უკრაინისა და ნატო-ს მოკავშირეებისთვის, სასწრაფო დახმარების სახით, 44.9 მილიარდი დოლარის გამოყოფა სურს. ეს თანხა გათვალისწინებულია აშშ-ის კონგრესში წარმოდგენილ კანონპროექტში, რომელიც აშშ-ის მთავრობის 1.7 ტრილიონი დოლარით დაფინანსებას ითვალისწინებს.

„როიტერის“ ცნობით, აშშ-ის კონგრესის ორივე პალატის ლიდერებს სურთ, აღნიშნული პროექტი კვირის ბოლომდე დამტკიცდეს და ხელმოსაწერად გადაეგზავნოს აშშ-ის პრეზიდენტს, რათა მთავრობის მუშაობას პრობლემები არ შეექმნას.

„როიტერი“ ასევე იუწყება, რომ, თუ კანონპროექტის დამტკიცება ვერ მოხერხდება, შესაძლოა, საშობაოდ აშშ-ის მთავრობის მუშაობის დროებით შეჩერება გახდეს აუცილებელი, შემდეგ კი კანონპროექტის მიღების პროცესი მრავალთვიან დაპირისპირებაში გადაიზარდოს, რადგან 3 იანვრიდან წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას რესპუბლიკელები დაიკავებენ.