„როიტერი“ - ყაზახეთში საგანგებო მდგომარეობა დასრულდა, თუმცა ქალაქები ისევ ჩაკეტილია
„როიტერი“ - ყაზახეთში საგანგებო მდგომარეობა დასრულდა, თუმცა ქალაქები ისევ ჩაკეტილია

ყახზახეთში მარტის თვეში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა დასრულდა, თუმცა ქვეყნის დიდი პროვინციები და ქალაქები ჯერ კიდევ ჩაკეტილია.

როიტერის“ ინფორმაციით, იგეგმება ბიზნესების ეტაპობრივად გახსნა. შემსუბუქებული რეგულაციები შეეხება დიდ მაღაზიებს, საოფისე სივრცეებს, გარე ბაზრებს, სილამაზის სალონებსა და სპორტდარბაზებს.

დაწესებულებები გაიხსნება მხოლოდ იმ პროვინციებში, სადაც „კოვიდ-19“-ის გავრცელების შვიდ პროცენტზე დაბალია მაჩვენებელი.

შიდა ფრენები ქვეყანაში უკვე 4 მაისს აღდგა. მგზავრების მიერ სამედიცინო დოკუმენტების წარდგენა და თვითმფრინავში მგზავრებს შორის ცარიელი ადგილების დატოვება აუცილებელი აღარ იქნება.

ქვეყანაში ამჟამად „კოვიდ-19“-ის 56 126 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 31 ფატალური.