„როიტერი“ - ვიქტორ ორბანმა ანტონიუ კოშტას თხოვნით მიმართა, შეიქმნას კომისია, რომელიც შეაფასებს მილსადენ „დრუჟბის“ დაზიანების მასშტაბებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირს თხოვნით მიმართა, შეიქმნას კომისია, რომელიც შეაფასებს მილსადენ „დრუჟბის“ დაზიანების მასშტაბებს.
ამის შესახებ ვიქტორ ორბანის მიერ ევროსაბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტასთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი, იტყობინება „როიტერი“.
ორბანის თქმით, სრულად აცნობიერებს პოლიტიკური სირთულეების სიმძიმეს, რომელიც გამოწვეულია უკრაინისთვის განსახორციელებელი მსხვილი სასესხო პაკეტის გაჭიანურებით და განაცხადა, რომ მისი ინიციატივა მიმართულია ამ საკითხის სწრაფი მოგვარების ხელშეწყობისაკენ.
„უნგრეთი მხარს უჭერს ფაქტების დადგენის მისიის იდეას უნგრეთისა და სლოვაკეთის ექსპერტების მონაწილეობით, რათა შემოწმდეს ნავთობსადენ „დრუჟბის“ მდგომარეობა“, – აღნიშნულია წერილში.