„როიტერი“ - უკრაინისთვის აშშ-ის უსაფრთხოების დახმარების მომდევნო პაკეტში ოთხი ერთეული „ჰაიმარსის“ სისტემა იქნება გათვალისწინებული
„როიტერი“ - უკრაინისთვის აშშ-ის უსაფრთხოების დახმარების მომდევნო პაკეტში ოთხი ერთეული „ჰაიმარსის“ სისტემა იქნება გათვალისწინებული

უკრაინისთვის აშშ-ის უსაფრთხოების დახმარების მომდევნო პაკეტში ოთხი ერთეული „ჰაიმარსის“ სისტემა, საბრძოლო მასალები, ნაღმები და ნაღმების მიმართ მედეგი მანქანები იქნება გათვალისწინებული, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

როგორც გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, საუბარია 625 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტზე.

ოფიციალურად ამის შესახებ განცხადება სავარაუდოდ სამშაბათს გაკეთდება. ეს რუსეთის მიერ უკრაინის კიდევ ოთხი ოლქის ანექსირების შემდეგ, პირველი დახმარების პაკეტი იქნება.