„როიტერი“ - უკრაინის თავდასხმებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი შესაძლებლობების 17% გამოიყვანა მწყობრიდან
„როიტერი“ - უკრაინის თავდასხმებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი შესაძლებლობების 17% გამოიყვანა მწყობრიდან

სააგენტო „როიტერის“ შეფასებით, უკრაინის თავდასხმებმა ათ ქარხანაზე რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი შესაძლებლობების 17% გამოიყვანა მწყობრიდან, რაც ყოველდღიურად 1,1 მილიონი ბარელი ნავთობის წარმოებას უდრის.

როგორც მედიასაშუალება წერს, უკრაინამ გაააქტიურა დრონებით თავდასხმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ და საექსპორტო ინფრასტრუქტურაზე. იერიშებმა რუსეთის მიერ ნავთობის გადამუშავება, ექსპორტი შეაფერხა და რუსეთის ზოგიერთ რეგიონში საწვავის დეფიციტი შექმნა.

რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმა გახდა უკრაინის პასუხი ფრონტის ხაზზე მოსკოვის წინსვლასა და უკრაინის გაზისა და ელექტროენერგიის ობიექტებზე დარტყმებზე.

„როიტერის“ შეფასებით, კიევის ეს ქმედება არის შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ფსონების გაზრდის მცდელობა. რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების გააქტიურება ხდება მაშინ, როდესაც რუსეთში ტურისტებისა და ფერმერების მხრიდან ბენზინზე მოთხოვნა მაქსიმალურ ნიშნულზეა.