„როიტერი“ - თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ევროპისა და აშშ-ის შემდეგ ყველაზე მაღალია
„როიტერი“ - თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ევროპისა და აშშ-ის შემდეგ ყველაზე მაღალია

თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ევროპისა და აშშ-ის შემდეგ ყველაზე მაღალია, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ 19“ 86 306 ადამიანს დაუდასტურდა.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 3 977 შემთხვევა გამოვლინდა და 127 ადამიანი დაიღუპა.

ქვეყანაში ვირუსით სულ 2017 ადამიანია გარდაცვლილი. ვირუსისგან 11 976 ადამიანი განიკურნა. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ბოლო 24 საათში თურქეთში 35 344 ტესტი ჩატარდა.

თურქეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 10 მარტს დაფიქსირდა.