„როიტერი“ - თურქეთს აშშ-სგან F-16-ის ტიპის 40 ავიაგამანადგურებლის შესყიდვა სურს
„როიტერი“ - თურქეთს აშშ-სგან F-16-ის ტიპის 40 ავიაგამანადგურებლის შესყიდვა სურს

თურქეთს აშშ-სგან F-16-ის ტიპის 40 ავიაგამანადგურებლის შესყიდვა სურს, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სააგენტო წერს, ანკარას საავიაციო ძალების სრული მოდერნიზაცია აქვს დაგეგმილი. ავიაგამანადგურებლების გარდა, თურქეთი აშშ-ის 80 თვითმფრინავის განახლებისთვის საჭირო აღჭურვილობის შეძენას ითხოვს.

მილიარდობით დოლარის ღირებულების კონტრაქტზე მუშაობა ამ ეტაპზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ავიაგამანადგურებლების შესყიდვისთვის საჭიროა კონგრესის ნებართვა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში და თურქეთში აშშ-ის საელჩოშიც გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე თურქეთს F-35-ის ტიპის 100 ავიაგამანადგურებლის შეძენა სურდა, თუმცა ანკარას მიერ რუსული საჰაერო თავდაცვითი სისტემების შესყიდვის შემდეგ, აშშ-მა თურქეთი ამ პროგრამიდან დაბლოკა.