„როიტერი“ - თურქეთისა და საბერძნეთის ლიდერებმა ანკარაში გამართულ შეხვედრაზე გამოთქვეს სურვილი, საზღვაო საზღვრებზე მრავალწლიანი დავა საერთაშორისო სამართლის ფარგლებში გადაჭრან
თურქეთისა და საბერძნეთის ლიდერებმა ანკარაში გამართულ შეხვედრაზე გამოთქვეს სურვილი, საზღვაო საზღვრებზე მრავალწლიანი დავა გადაჭრან. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
როგორც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრTan, კირიაკოს მიცოტაკისთან „გულწრფელად და ღიად“ განიხილა ეგეოსისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის საკითხები.
„ჩვენ კვლავ ვამბობთ, რომ არსებული საკითხები რთულია, თუმცა საერთაშორისო სამართლის ფარგლებში შესაძლებელია გადაწყვეტა. საჭიროა მხოლოდ კეთილი ნება და კონსტრუქციული დიალოგი“, – აღნიშნა ერდოღანმა.
თავის მხრივ, საბერძნეთის პრემიერმაც განაცხადა, რომ საზღვრებზე არსებული დავა საერთაშორისო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.
თურქეთი და საბერძნეთი ათწლეულების განმავლობაში დაპირისპირებული არიან ეგეოსის ზღვაში საზღვრებისა და უფლებების საკითხზე.