„როიტერი“ - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სატელეფონო საუბრისას „ჰამასის“ ლიდერს მოუწოდა, გაათავისუფლოს ისრაელელი მძევლები
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა სატელეფონო საუბარი გამართა „ჰამასის“ ლიდერ ისმაილ ჰანიესთან.
როგორც „როიტერი“ თურქეთის საგარეო უწყებაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, საუბრისას ფიდანმა მოუწოდა „ჰამასის“ ლიდერს, გაათავისუფლოს ისრაელელი მძევლები.
წყაროს ცნობით, ფიდანმა და ჰანიემ განიხილეს კონფლიქტის უახლესი მოვლენები, ასევე ისრაელიდან წამოყანილი „მოქალაქეების გათავისუფლების შესაძლებლობები“, თუმცა საუბრის სხვა დეტალები უცნობია.