„როიტერი“ - თურქეთის ხელისუფლება გმობს და საბოტაჟის მცდელობად აფასებს ოპოზიციის მოწოდებას, რომ მოქალაქეებმა სავაჭრო ობიექტებს 24 საათით მასობრივი ბოიკოტი გამოუცხადონ
„როიტერი“ - თურქეთის ხელისუფლება გმობს და საბოტაჟის მცდელობად აფასებს ოპოზიციის მოწოდებას, რომ მოქალაქეებმა სავაჭრო ობიექტებს 24 საათით მასობრივი ბოიკოტი გამოუცხადონ

თურქეთის ხელისუფლება გმობს და საბოტაჟის მცდელობად აფასებს ოპოზიციის მოწოდებას, რომ მოქალაქეებმა სავაჭრო ობიექტებს 24 საათით მასობრივი ბოიკოტი გამოუცხადონ, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს. 

დაკავებული სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუსთვის სოლიდარობის გამოსახატად ოპოზიციურმა რესპუბლიკურმა პარტიამ, მოქალაქეებს მოუწოდა, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან დაკავშირებულ ან მისი მხარდამჭერი კომპანიების პროდუქციასა თუ სერვისს ბოიკოტი გამოუცხადონ. თუმცა დღეს ამ მოწოდებამ კიდევ უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო და მოქალაქეებს სთხოვეს, ერთი სრული დღე საერთოდ არ ივაჭრონ მაღაზიებში.

ვაჭრობის მინისტრის, ომერ ბოლათის თქმით, ასეთი ბოიკოტირება საფრთხეს უქნის ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას და ამ მოწოდების ავტორებს მთავრობისთვის ძირის გამოთხრის მისწრაფებაში სდებს ბრალს.

„როიტერი“ წერს, რომ თურქეთის ეკონომიკა მრავალწლიან კრიზისშია, რეკორდულად მზარდი ცხოვრების ხარჯებითა და ვალუტის გაუფასურებით, თებერვლის თვეში ინფლაციამ 39% შეადგინა.