„როიტერი“ - თურქეთი აცხადებს, რომ ნატო-ს გადაწყვეტილებებზე ვეტოს დადების უფლება გააჩნია
„როიტერი“ - თურქეთი აცხადებს, რომ ნატო-ს გადაწყვეტილებებზე ვეტოს დადების უფლება გააჩნია

თურქეთი ნატო-ს მიერ ბალტიისპირეთსა და პოლონეთზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის შემთხვევისთვის მომზადებული გეგმაზე ვეტოს დადებით იმუქრება. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ანკარაში აცხადებენ, რომ არ დაუჭერენ ამ გეგმას მხარს, ვიდრე ალიანსი თურქეთს ქურთების შეიარაღებულ შენაერთებთან ბრძოლაში მეტ პოლიტიკურ მხარდაჭერას არ შესთავაზებს. თურქეთი სირიაში მოქმედ ქურთების სამხედრო შენაერთების ნაწილს ტერორისტებად განიხილავს.

თურქეთში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები ჩიხში მას შემდეგ შევიდა, რაც აშშ-მა უარი თქვა თურქეთის თავდაცვის გეგმის შესრულებაზე, რომელიც თურქეთზე სამხრეთიდან თავდასხმის შესაძლებლობასაც მოიცავდა.

„ნატო არის ინსტიტუტი, სადაც თურქეთს აქვს ვეტოს სრული უფლება, პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით. არსებობს შესაბამისი პროცედურა. – აცხადებს „როიტერის“ წყარო.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ „ბალტიისპირეთის სახელმწიფოების თავდაცვისადმი მიდგომა, უნდა იყოს ისეთივე, როგორც მიდგომაც არის თურქეთის ინტერესების დაცვის მიმართ“.

მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი. მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული საკითხი ლონდონში დაგეგმილ ნატო-ს ლიდერების შეხვედრაზე გადაწყდება.

ბალტიისპირეთის თავდაცვის გეგმა ნატო-მ 2010 წელს მიიღო, ყირიმის ანექსიის შემდეგ ის განახლდა, თუმცა დეტალების განხილვა ამ დრომდე გრძელდება.