„როიტერი“ – ტოკიოში, აშშ-ის საელჩოსთან დანით შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს
ტოკიოში, აშშ-ის საელჩოსთან დანით შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას „როიტერი“ იაპონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, მამაკაცის განეიტრალების დროს პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრი დაიჭრა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
როგორც „როიტერი“ წერს, ტოკიოს მეტროპოლიტენის პოლიციის დეპარტამენტმა ქალაქში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა და დამატებით 18 000-მდე თანამშრომელი განალაგა. ამის მიზეზი იაპონიაში 27-29 ოქტომბერს დაგეგმილი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვიზიტია. ვიზიტის ფარგლებში დონალდ ტრამპი იაპონიის იმპერატორს, ნარუჰიტოს და ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრს, სანაე ტაკაიჩის შეხვდება.