„როიტერი“ - თელ ავივის პოლიციის მეთაურის გადადგომას პროტესტი მოჰყვა
„როიტერი“ - თელ ავივის პოლიციის მეთაურის გადადგომას პროტესტი მოჰყვა

ისრაელში, ქალაქ თელ ავივის პოლიციის მეთაურის, ამი ეშედის გადადგომის პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად თელ ავივის გზატკეცილი გადაკეტეს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

თელ ავივის ოლქის მეთაურმა, ამი ეშედმა განაცხადა, რომ მთავრობის წევრებს სურდათ გადაჭარბებული ძალის გამოყენება ანტისამთავრობო დემონსტრანტების წინააღმდეგ.

ეშედის განცხადებიდან მალევე ქუჩებში ათასობით მომიტინგე გამოვიდა, რომელთაც ისრაელის დროშები ეკავათ და თელ ავივის გზატკეცილზე მსვლელობისას სკანდირებდნენ – „დემოკრატიას“.

მომიტინგეებმა პროტესტის ნიშნად გადაკეტეს მთავარი გზატკეცილი, დაანთეს ცეცხლი და პოლიციას დაუპირისპირდნენ.

ისრაელის მედიის ცნობით, თელ ავივში საპროტესტო აქციაზე დაახლოებით 20 000 ადამიანი გამოვიდა.