„როიტერი“ - თეირანში ჩამოვარდნილ უკრაინულ თვითმფრინავს სავარაუდოდ ტექნიკური პრობლემები ჰქონდა
„როიტერი“ - თეირანში ჩამოვარდნილ უკრაინულ თვითმფრინავს სავარაუდოდ ტექნიკური პრობლემები ჰქონდა

ირანული მედიის ცნობით, თეირანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ ჩამოვარდნილ თვითმფრინავს ცეცხლი უკიდია.

როგორც ინტერნეტპორტალ „ფლაითრადარის“ მონაცემებიდან ჩანს, თვითმფრინავი „ბოინგ 737“ აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, წინასწარი ვერსიით, ავიალაინერს ტექნიკური პრობლემები ჰქონდა.

წინასწარი ცნობებით, ავიალაინერი თეირანიდან კიევის მიმართულებით ასრულებდა რეისს. გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე 180 ადამიანი იმყოფებოდა.

„უკრაინის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ გავრცელებულ ცნობას ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ. ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ ავიაკატასროფის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ მიუღიათ.