„როიტერი“ – თავდასხმების ფონზე, ჩრდილოეთ იემენში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი სამხრეთ იემენში გაიქცა, 100 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა
იერიშებისა და თავდასხმების ფონზე ჩრდილოეთ იემენში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი სამხრეთ იემენში გაიქცა.
„როიტერის“ ცნობით, რამდენიმე დღეა, რაც ქვეყაში აჯანყებულ „ჰუსიტებსა“ და იემენის საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობას შორის, რომელსაც საუდის არაბეთი უჭერს მხარს, დაპირისპირება განახლდა.
გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, იემენში განახლებული კონფლიქტის გამო 100 000-ზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა.
მათივე ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში იემენიდან ჯიბუტიში ათასობით ადამიანი გაიქცა.
ამასთან, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იემენელმა ამბოხებულებმა საუდის არაბეთის სამ ქალაქზე თავდასხმა განახორციელეს, რომლის შედეგადაც ცამეტი ადამიანი დაშავდა.
საუდის არაბეთის მედიის თანახმად, „ჰუსიტებმა“ ბალისტიკური რაკეტები და დრონები გაუშვეს ხამის-მუშაიტის, აბჰასა და ტაიფის სამოქალაქო ტერიტორიების მიმართულებით.
პარალელურად, იემენის მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ საუდის არაბეთის სამხედრო ავიაციის მიერ განხორციელებულ თავდასხმას ტაიზის რეგიონში სამი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.