„როიტერი“ - „თალიბანის“ განცხადებით, აშშ-მა ავღანეთის საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება უნდა შეწყვიტოს
„როიტერი“ - „თალიბანის“ განცხადებით, აშშ-მა ავღანეთის საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება უნდა შეწყვიტოს

„თალიბანის“ განცხადებით, აშშ-მა ავღანეთის საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება უნდა შეწყვიტოს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

რადიკალური დაჯგუფების თქმით, აშშ-მა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით დოჰაში, „თალიბანთან“ მოლაპარაკებისას აღებული ვალდებულებები დაარღვია.

„თალიბანი“ მოუწოდებს ყველა ქვეყანას, განსაკუთრებით კი აშშ-ს, დაიცვან საერთაშორისო უფლებები, კანონები და ვალდებულებები, რათა თავიდან აიცილონ ნეგატიური შედეგები.

აშშ-ის ოფიციალურ პირებს „თალიბანის“ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

„თალიბანი“ ავღანეთის ხელისუფლებაში ქვეყნიდან საერთაშორისო ძალების გასვლის შემდეგ მოვიდა. 3 სექტემბერს მათ დროებითი მთავრობის შექმნის შესახებ განაცხადეს, რომელიც არ არის აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ. რადიკალური დაჯგუფება ქვეყანაში ტერორისტული ორგანიზაციების არსებობას უარყოფს, თუმცა რამდენიმე დღის წინ ჯალალბადში აფეთქება მოხდა, რომელზედაც პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.