„როიტერი“ - სუდანში, სამხედრო მმართველობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე შეიარაღებულმა ძალებმა სულ მცირე 15 ადამიანი მოკლეს
„როიტერი“ - სუდანში, სამხედრო მმართველობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე შეიარაღებულმა ძალებმა სულ მცირე 15 ადამიანი მოკლეს

სუდანში, სამხედრო მმართველობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე შეიარაღებულმა ძალებმა სულ მცირე 15 ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

​მედიის ცნობით, სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს და ცრემლსადენი აირი გაუშვეს ხართუმში, ბაჰრისა და ომდურმანში, სადაც აქციის მონაწილეები ძალაუფლების სამოქალაქო პირებისთვის გადაცემასა და სამხედრო გადატრიალებაში მონაწილე პირების გასამართლებას მოითხოვენ.

საპროტესტო გამოსვლები ქვეყნის დიდ ქალაქებში 25 ოქტომბრის სამხედრო გადატრიალების შემდეგ მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი