„როიტერი“ - სირიის არმიის მეთაურობამ ოფიცრებს აცნობა, რომ პრეზიდენტ ბაშარ ასადის 24-წლიანი ავტორიტარული მმართველობა დასრულებულია
„როიტერი“ - სირიის არმიის მეთაურობამ ოფიცრებს აცნობა, რომ პრეზიდენტ ბაშარ ასადის 24-წლიანი ავტორიტარული მმართველობა დასრულებულია

სირიის არმიის მეთაურობამ ოფიცრებს აცნობა, რომ პრეზიდენტ ბაშარ ასადის 24-წლიანი ავტორიტარული მმართველობა დასრულებულია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ერთ-ერთ სირიელ ოფიცერზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ აჯანყებულები დამასკოში შევიდნენ. ამბოხებულთა ცნობით, ბაშარ ასადმა დედაქალაქი დატოვა და თვითმფრინავით გაურკვეველი მიმართულებით გაფრინდა.

ამასთან, აჯანყებულთა განცხადებით, მათ გაათავისუფლეს პატიმრები სედნაიას ციხიდან, რომელიც დამასკოს შემოგარენში მდებარე უმსხვილესი სამხედრო ციხეა, სადაც სირიის ხელისუფლებას დაპატიმრებული ჰყავდა ათასობით ადამიანი.

სირიის პრემიერ-მინისტრმა, მუჰამედ ღაზი ალ-ჯალალიმ განაცხადა, რომ მზად არის, ითანამშრომლოს სირიელი ხალხის მიერ არჩეულ ნებისმიერ ხელმძღვანელობასთან.