„როიტერი“ – სირიაში, ერაყის საზღვართან ახლოს მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა

13:59, 05.12.2021

სირიაში, ერაყის საზღვართან მდებარე ალ-თანფის რეგიონში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ სირიის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს. დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია.

მანამდე, ოქტომბერში, იმავე ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა. „ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობებით, დრონებით მაშინდელი თავდასხმა იყო ირანის „შურისძიება“ აშშ-ზე, ისრაელის საჰაერო შეტევების საპასუხოდ.

მსგავსი