„როიტერი“ - სირიაში აშშ-ის ძალებზე სარაკეტო დარტყმები განხორციელდა
„როიტერი“ - სირიაში აშშ-ის ძალებზე სარაკეტო დარტყმები განხორციელდა

სირიაში აშშ-ის ძალებზე სარაკეტო დარტყმები განხორციელდა მას შემდეგ, რაც მანამდე აშშ-მა სირიასა და ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებები დაბომბა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც აშშ-ის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერმა განაცხადა, სირიაში აშშ-ის ძალებზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად არავინ დაშავებულა. ამერიკულმა ძალებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს.

„აშშ-ის მხრიდან დაშავებულები არ არიან და მიმდინარეობს ზიანის შეფასება“, – განუცხადა „როიტერს“ პოლკოვნიკმა უიენ მაროტომ.

შეგახსენებთ, მანამდე აშშ-ის ძალებმა სირიასა და ერაყში ირანთან დაკავშირებული დაჯგუფებების ობიექტები დაბომბეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების ოთხი წევრი.

„ჩვენ მივმართეთ აუცილებელ, შესაბამის, გაცნობიერებულ ზომებს, რომლებიც მიმართულია ესკალაციის რისკის შემცირებისკენ და ასევე აგზავნის მკაფიო და ერთმნიშვნელოვან შემაკავებელ შეტყობინებას“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.