„როიტერი“ - სი ძინპინი მომავალ კვირაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ვიზიტს გეგმავს
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მომავალ კვირაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ვიზიტს გეგმავს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
როგორც ჩინეთის სახელმწიფო სააგენტო წერს, ვიზიტის მიზანია ჩინეთის უახლოეს მეზობლებთან ურთიერთობების განმტკიცება აშშ-თან სავაჭრო დაძაბულობის ესკალაციის ფონზე.
მათივე ცნობით, სი ძინპინი ვიეტნამს – 14-15 აპრილს, ხოლო მალაიზიასა და კამბოჯას 15-18 აპრილს ეწვევა.
როგორც მედია წერს, ჩინეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ გააღრმავებს „ყოველმხრივ თანამშრომლობას“ ჩინეთის მეზობელ ქვეყნებთან.
როგორც „როიტერი“ იტყობინება, ჩინეთი და ვიეტნამი დაახლოებით 40 შეთანხმებას მოაწერენ ხელს.