„როიტერი“ - შავი ზღვის საჰაერო სივრცეში ფრანგულ სამხედრო თვითმფრინავებს რუსული ავიაგამანადგურებლები აედევნენ
„როიტერი“ - შავი ზღვის საჰაერო სივრცეში ფრანგულ სამხედრო თვითმფრინავებს რუსული ავიაგამანადგურებლები აედევნენ

შავი ზღვის საჰაერო სივრცეში ფრანგულ სამხედრო თვითმფრინავებს რუსული ავიაგამანადგურებლები აედევნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერ პასკალ იანიზე დაყრდნობით ავრცელებს.

საფრანგეთის არმიაში ამბობენ, რომ საერთაშორისო საჰაერო სივრცეში ორი სამხედრო და ერთი საწვავის შემავსებელი თვითმფრინავი გადაადგილდებოდა, რომლებიც ნატო-ს სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობდნენ.

პასკალ იანის თქმით, ფრანგულ სამხედრო თვითმფრინავებს ორი რუსული სამხედრო თვითმფრინავი მიუახლოვდა, თუმცა მათ მისიის მიმდინარეობა არ შეუფერხებიათ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში შავი ზღვის საჰაერო სივრცეში ფრანგული თვითმფრინავების ესკორტირების შესახებ 8 დეკემბერსაც განაცხადეს. მოსკოვში თქვეს, რომ სამხედრო თვითმფრინავების გაშვებით, რუსეთის საჰაერო სივრცის დარღვევა იქნა აცილებული.