„როიტერი“ - შვედეთის სიდიდით მეორე პარტიის ლიდერი ევროკავშირთან ურთიერთობების გადახედვას ითხოვს
„როიტერი“ - შვედეთის სიდიდით მეორე პარტიის ლიდერი ევროკავშირთან ურთიერთობების გადახედვას ითხოვს

შვედეთის სიდიდით მეორე პარტიის ლიდერი ევროკავშირთან ურთიერთობების გადახედვას ითხოვს, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„შვედი დემოკრატების“ ლიდერი ჯიმი აკესონი მიიჩნევს, რომ შვედეთმა ევროკავშირის კანონების ნაწილი არ უნდა შეასრულოს. მისივე თქმით, ევროკავშირის ძალაუფლების გაფართოება იმას ნიშნავს, რომ „გერმანელმა, პოლონელმა და ფრანგმა პოლიტიკოსებმა უნდა გადაწყვიტონ, თუ რა მანქანა უნდა იყიდო, რა უნდა ღირდეს ბენზინი და რომელი ხის მოჭრა შეგიძლია შენს ეზოში”.

ევროკავშირის მიერ სკეპტიკურად განწყობილი და მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის მხარდამჭერი პარტიის ლიდერი შვედეთის ევროკავშირიდან გასვლის მოთხოვნით რეფერენდუმს არ ითხოვს, თუმცა მიიჩნევს, რომ ევროკავშირი არასწორი მიმართულებით ვითარდება.

„დღეს არსებობს კარგი მიზეზი, რომ სერიოზულად გადავხედოთ ჩვენს წევრობას ევროკავშირში. მალე შვედეთის არჩევნები ვეღარ იქონიებს გავლენას შვედეთში მოვლენების განვითარებაზე. ამას ვერ დავუშვებთ”, – განაცხადა აკესონმა.