„როიტერი“ - საუდის არაბეთში, საცხოვრებელ უბანში ჭურვის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა
„როიტერი“ - საუდის არაბეთში, საცხოვრებელ უბანში ჭურვის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა

საუდის არაბეთში, საცხოვრებელ უბანში ჭურვის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

როგორც მედია საუდის არაბეთის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, შემთხვევა საუდის არაბეთის ქალაქ ალ-ხარჯში მოხდა. დაღუპულთა შორის ერთი ინდოელი და ერთი ბანგლადეშელი იყო.

როგორც „როიტერი“ წერს, „ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის გუშაგთა კორპუსმა“ განაცხადა, რომ დღეს სხვადასხვა ადგილში, მათ შორის საუდის არაბეთში სარადარო სისტემები დაბომბეს.