„როიტერი“ - საუდის არაბეთმა, სავარაუდოდ, მარტის ბოლოს ირანის ტერიტორიაზე არაერთი საიდუმლო იერიში განახორციელა
რამდენიმე დასავლური ოფიციალური პირი და ირანელი წყაროები აცხადებენ, რომ საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ არაერთი საიდუმლო დარტყმა განახორციელა, როგორც პასუხი იმ თავდასხმებზე, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის დროს საუდის არაბეთზე განხორციელდა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
როგორც სააგენტოს წყაროები აღნიშნავენ, რეგიონული ომის გამწვავების ფონზე საუდის არაბეთმა თავდასხმები, სავარაუდოდ, მარტის ბოლოს განახორციელა და ამის შესახებ აქამდე საჯაროდ ცნობილი არ იყო. მათივე განცხადებით, ეს იყო ირანის ტერიტორიაზე საუდის არაბეთის დარტყმების პირველი შემთხვევა.
მათივე განცხადებით, საუდის არაბეთმა ირანს განხორციელებული დარტყმების შესახებ შეტყობინება გაუგზავნა, რასაც ინტენსიური დიპლომატიური კომუნიკაცია მოჰყვა. საბოლოოდ, მხარეები სიტუაციის დეესკალაციაზე შეთანხმდნენ.