„როიტერი“ - საპროტესტო აქციაზე ესპანელმა ფერმერებმა კასტელონის პორტის მთავარი შესასვლელი ტრაქტორებით გადაკეტეს, დაწვეს საბურავები, მოძრაობა შეაფერხეს 15 მაგისტრალზე, მათ შორის ბარსელონაში
„როიტერი“ - საპროტესტო აქციაზე ესპანელმა ფერმერებმა კასტელონის პორტის მთავარი შესასვლელი ტრაქტორებით გადაკეტეს, დაწვეს საბურავები, მოძრაობა შეაფერხეს 15 მაგისტრალზე, მათ შორის ბარსელონაში

ესპანელმა ფერმერებმა ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროსთან მდებარე კასტელონის პორტის მთავარი შესასვლელი ტრაქტორებით გადაკეტეს, დაწვეს საბურავები, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ამასთან, ფერმერებმა მოძრაობა შეაფერხეს ქვეყნის 15 მთავარ მაგისტრალზე, მათ შორის ბარსელონაში.

პორტში პროფკავშირის წარმომადგენელმა თქვა, რომ ფერმერები აპროტესტებენ იმას, რასაც ისინი მიიჩნევენ არაკეთილსინდისიერ კონკურენციად ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა ეგვიპტე და თურქეთი.

ფერმერების მოთხოვნებს შორის არის ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან სურსათის იმპორტის შეზღუდვა, რადგან ამ ქვეყნებს არ უწევთ ევროპული რეგულაციებისა თუ სტანდარტების დაცვა, შესაბამისად, პროდუქტს ევროპაში იაფად ყიდიან.

ამასთან, ესპანეთის სოფლის მეურნეობის წარმომადგენლები ითხოვენ საწვავის ღირებულების შემცირებას და გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შერბილებას. კერძოდ, საქმე ეხება კანონპროექტს, რომელიც ფერმერებს ავალდებულებს, დაუმუშავებელი დატოვოს კუთვნილი მიწის ოთხი პროცენტი, რათა ბიომრავალფეროვნება იყოს შენარჩუნებული.