„როიტერი“ - სამხრეთ კორეის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა მეორედ დღეს გაიმართება
„როიტერი“ - სამხრეთ კორეის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა მეორედ დღეს გაიმართება

საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა მეორედ გაიმართება.

ოპოზიციური პარტიები იმპიჩმენტის პროცედურას დღეს, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე გეგმავენ. კენჭისყრის წინ მასშტაბური დემონსტრაციაა დაგეგმილი.

სამხრეთ კორეის ოპოზიციურ პარტიებს პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის მმართველი პარტიიდან რვა პარლამენტარის ხმა სჭირდებათ.

მმართველმა პარტიამ იუნ სუკ იოლის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო გასულ შაბათს ჩანიშნულ იმპიჩმენტის პირველ კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა, რის გამოც კვორუმი ვერ შედგა.