„როიტერი“ - სამხრეთ კორეაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან უფრო მეტი პაციენტი განიკურნა, ვიდრე დაინფიცირდა
სამხრეთ კორეაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან უფრო მეტი პაციენტი განიკურნა, ვიდრე დაინფიცირდა. ამის შესახებ ცნობას „როიტერი“ ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ბოლო 24 საათში სამხრეთ კორეაში ახალი ტიპის კორონავირუსით 110 ადამიანი დაინფიცირდა, მაშინ, როდესაც საავადმყოფოებიდან 114 განკურნებული პაციენტი დაწერეს.
სამხრეთ კორეაში ვირუსის პირველი შემთხვევა 20 იანვარს დაფიქსირდა. მას შემდეგ ეს პირველი დღეა, როდესაც ახალი ინფიცირებულების რაოდენობას განკურნებულების რიცხვმა გადააჭარბა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სამხრეთ კორეაში ახალი ტიპის კორონავირუსის 7 797 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულია 66 ადამიანი.