„როიტერი“ - საფრანგეთის სამხრეთში ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან, დაშავებულია ორი ადამიანი
საფრანგეთში ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან, დაშავებულია ორი ადამიანი, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
სააგენტოს ცნობით, დაშავებული ორი ადამიანიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
ტყის ხანძარი საფრანგეთის სამხრეთში, ესპანეთის საზღვართან ახლოს, ოდის რეგიონში გაჩნდა.
ამ დროისთვის დამწვარია, დაახლოებით, 4 500 ჰექტარი. ადგილზე ასობით მეხანძრეა მობილიზებული.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ხანძარი პროგრესირებს და ქვეყნის ყველა რესურსი მობილიზებულია.