„როიტერი“ - საბერძნეთში ფერმერების საპროტესტო აქციები გრძელდება, მათ გზატკეცილები ტრაქტორებითა და სატვირთო მანქანებით გადაკეტეს
საბერძნეთში ფერმერების საპროტესტო აქციები გრძელდება, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ევროკავშირის მიერ სოფლის მეურნეობის სუბსიდიების დაგვიანების გამო ფერმერებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით გზატკეცილები ტრაქტორებითა და სატვირთო მანქანებით გადაკეტეს.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ ღიაა დისკუსიებისთვის და მოუწოდა ფერმერებს, შეწყვიტონ გზების ბლოკადა.
ფერმერები კი აცხადებენ, რომ ეს „გადარჩენის საკითხია“ და გაჩერებას არ აპირებენ.
ცნობისთვის, ევროკავშირის სუბსიდიების გადახდის შეფერხება ქვეყანაში კორუფციული სკანდალის გამოძიებამ გამოიწვია. საქმე ეხება სოფლის მეურნეობაში ევროკავშირის სუბსიდიების მისაღებად ფერმერების მიერ ინფორმაციის გაყალბებას მიწისა და პირუტყვის მფლობელობის შესახებ. მედიის ცნობით, საქმეზე ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს.